საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ბულგარელ მესაზღვრეთა დელეგაცია ეწვია.დელეგაცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული, საკადრო უზრუნველყოფისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.
ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის სასაზღვრო უწყებისა და შსს სასაზღვრო პოლიციის პრეზენტაცია გაიმართა. დაგეგმილია შეხვედრები შსს აკადემიის და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
9 ნოემბერს, სტუმრები სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ეწვევიან, შსს საპატრულო პოლიციის სასაზღვრო- სამიგრაციო კონტროლის განყოფილებას ,,წითელი ხიდი" დაათვალიერებენ, ასევე ბულგარელი კოლეგები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ესტუმრებიან და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან.
დელეგაცია საქართველოს 10 ნოემბერს დატოვებს.