"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას "საქართველოს ავიახაზების" ლობირებისკენ მოუწოდებენ. ამასთან დაკავშირებით განცხადებები დღეს სესიაზე გაკეთდა.
როგორც `ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, "საქართველოს ავიახაზემბა~, შესაძლოა, 1-ლი ნოემბრიდან ისრაელის მიმართულებით ფრენები შეწყვიტოს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
როგორც ლალიაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია დეკლარირება, რომ ყოველთვის დაუჭერს მხარს სამამულო ბიზნესის განვითარებას და დაიცავს მის ინტერესებს. მისი თქმით, სწორედ დღეს დადგა ის ვითარება, რომ ქართულ ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზებს"სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა საერთაშორისო დონეზე.
"ისრაელის ერთ-ერთი ავიაკომპანიის ძალიან აგრესიული კომერციული სტრატეგიის შედეგად მოხდა, ის, რომ 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ავიახაზებს აღარ ექნებათ უფლება მოახდინონ მგზავრების გადაყვანა ისრაელის მიმართულებით, რასაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში წარმატებით ახორციელებდა. ფრენების გრაფიკს მთლიანად გაუკეთა მონოოპოლიზება ისრაელის ავიაკომპანიამ,~ - განმარტავს ლალიაშვილი.
იგი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ასეთ საკითხებთან დაკავშიერბით ხელისუფლების მხრიდან ბიზნესში მსგავსი ჩარევები სხვა ქვეყნებშიც მომხდარა.
როგორც მან აღნიშნა, "მართალია, ბიზნესი თვითონ არეგულირებს ბაზარს, მაგრამ მას დღეს სჭირდება სახელმწიფოს პროტექცია. მაგალითად თურქეთი ღიად ახდენს ლობირებას საკუთარი ავიაკომპანიის, ასევე ბრიტანეთში არის სპეციალური ლობისტური დეპარტამენტი ავიახაზებისათვის~, - აცხადებს ლალიაშვილი.
ლალიაშვილმა "ქრისტიან-დემოკრატების", სახელით მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს მოლაპარაკება ისრაელის მხარესთან და ეკონომიკის სამინისტროს_შეიმუშავოს მექანიზმები ქართული ბიზნესის დასაცავად მთელ მსოფლიოში.