დაღესტნის ქალაქ დერბენტში ცეცხლის გახსნის შედეგად ქალაქის ერთ ერთი მეჩეთის იმამი და მისი ორი ნათესავი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ცეცხლი 49 წლის იმამ კალიმულა იბრაგიმოვის, მისი 82 წლის მამისა და 50 წლის ძმის ძმის მიმართულებით მაშინ გახსნეს, როდესაც ისინი ადგილობრივ მეჩეთში დილის ლოცვაზე მიდიოდნენ. სამივე ადგილზე დაიღუპა.
ბოროტმოქმედები ავტომობილით მიიმალნენ. მიმდინარეობს გამოძიება და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.