ირაკლი ალასანიამ ბიძინა ივანიშვილს თავდაცვის სამინისტროში არსებული მდგომარეობა და სისტემაში განსახორციელებელი რეფორმები გააცნო, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ალასანიამ განაცხადა.
"პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში ჩავაყენე სისტემაში შექმნილ ვითარებაზე, ფინანსურ მდგომარეობაზე.Aასევე ჯარების დღევანდელ საბრძოლო მზადყოფნაზე", - განაცხადა ალასანიამ ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერი უკვე შეხვედა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს და საგარეო საქმეთა მინისტრს.