დღეს, 27 ოქტომბერს, პარიზში აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მინისტრები მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს განიხილავენ.
კონფლიქტი მხარეებს შორის 1988 წელს დაიწყო. 1994 წლის მაისში მხარეებმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გამოფორმებას. ამის მიუხედავად, საზღვარზე პერიოდულად ადგილი აქვს სხვადასხვა სახის ინცინდენტებს, რასაც შედეგად ორივე მხრიდან ასობით სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.