"ნოემბრის ბოლომდე მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას ურუგვაი აღიარებს", - ინფორმაციას ამის შესახებ სომხურ გაზეთი "გრაპარაკი" ავრცელებს.
თავის წყაროებზე დაყრდნობით გაზეთი წერს, რომ ნოემბრის ბოლომდე მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას ურუგვაი აღიარებს, რაც გახდება " ახალი სიტყვა" მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში.
"წინასწარი ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს ურუგვაის პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავა იმისათვის რათა ამ საკითხებში საბოლოო შეთანხმებას მიაღწიოს. ამის შემდეგ იგი ყარაბაღში გაემგზავრება", _ წერს გამოცემა.
მათივე ინფმორმაციით, "საქმე იმაშია, რომ ურუგვაი უკვე დიდი ხანია მზადაა ამ ნაბიჯის გადასადგმელად, თუმცა ზესახელმწიფოები - მეტწილად რუსეთი და ცალკეულად აშშ ამას ეწინააღმდეგებოდა, მიიჩნევდნენ რა რომ "ჯერ დრო არ არის", - ამტკიცებს გაზეთი.
გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ ურუგვაი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც სომხების გენოციდი აღიარა.
შეგახსენებთ ასევე, რომ ავსტრალიის შტატის ყველაზე მსხვილი შტატის - ახალი სამხრეთის უელსის უმაღლესმა პალატამ 24 ოქტომბერს მიიღო რეზოლუცია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარებისა და იქ მაცხოვრებელი სომეხი ეროვნების მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლების შესახებ. შტატის საკანონმდებლო ორგანო ასევე მოუწოდებს ავსტრალიის ხელისუფლებას ოფიციალურად აღიაროს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა და მის მოქალაქეებთან კავშირები გაამყაროს.