ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის საზღვარზე არსებულ პოლიციის საგუშაგოზე თვითმკვლელმა დანაღმულ ავტომობილთან ერთად თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად პოლიციის ერთი თანამშრომელი დაიღუპა ოთხი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთი ქალია - ნონა ლოტაშვილი კონტუზიით საავადმყოფოშიას გადაყვანილი. პოლიციელებმა ავტომობილი, რომელშიც თვითმკვლელი იჯდა შემოწმებისათვის გააჩერეს.
აფეთქების სიმძლავრე 50 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო. სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ ბომბი თვითმკვლელს ვლადიკავკაზში მიჰქონდა, რათა იქ ტერორისტული აქტი მოეწყო.