"არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ აზერბაიჯანული მიწების ირანის წინააღმდეგ გამოყენებას",_ ეს განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა ჟურნალისტებთან საუბარში გერმანიის საგარეო კავშირების ცენტრში შეხვედრისას გააკეთა.
მისივე თქმით, ამის შესახებ არსებული აზრი მხოლოდ და მხოლოდ მოარული ხმებია, რომელსაც მედია ავრცელებს. მინისტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ასეთ რამეს არასოდეს დაუშვებს.
მამედიაროვი ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანსა და ირანს შორის კარგი ურთიერთობებია და წინადადებები ირანის წინააღმდეგ აზერბაიჯანული მიწების გამოყენებისა ლოგიკას ეწინააღმდეგება.
"ყველაფერ ამას პროპაგანდისტური ხასიათი აქვს და მიმართული იმისკენ, რომ ორო ქვეყნის შესანიშნავი ურთიერთობები გააფუჭოს. აზერბაიჯანისა და ირანის ოფიციალურ პირებს აქვთ აუცილებელი ნება იმისათვის, რომ ეს თამაშები აღკვეთონ", _ აცხადებს მინისტრი.