განიხილება, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ვადა 6-8 თვემდე შემცირდეს, - ამის შესახებ "მეცხრე არხის" ეთერში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული წვევამდელების ასაკი 19 წლით განისაზღვროს.
"თუ რა პირობებს ვუყენებთ წვევამდელებს, ეს შეიარაღებული ძალების მიერ იქნება დასაგეგმი. შევისწავლი მათ წინადადებებს, როგორც სამოქალაქო მინისტრი. ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა, ის იქნება სამომავლო სამხედრო დოქტრინაზე მიბმული", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.