მიმდინარე წლის 20-21 ოქტომბერს სასაზღვრო პოლიციას აშშ-ის სანაპირო დაცვის დელეგაცია ვიცე-ადმირალ პიტერ ვ. ნეფენგერის ხელმძღვანელობით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სასაზღვრო პოლიციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ს/პ პოლკოვნიკ კობა ბოჭორიშვილთან და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან II რანგის კაპიტან ლაშა ხარაბაძესთან.
გაიმართება პრეზენტაცია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ.
ამერიკელი სტუმრები მშენებარე გემთსარემონტო სახელოსნოს დაათვალიერებენ, ასევე ვიცე-ადმირალი დაათვალიერებს სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარ სამმართველოს, "ჩაქვისა" და "სუფსის" სანაპირო დაცვის სადგურებს და ადგილებზე გაეცნობა ქართველი კოლეგების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს.