ავღანეთიდან ქართველი სამხედროების გამოწვევა 2014 წლიდან დაიწყება, _ განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ, რომელმაც ავღანეთში დაღუპულ მინდია აბაშიძის ოჯახს მიუსამძიმრა.
,,ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულება ეს არის ის ტვირთი, რაც საქართველომ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აიღო და ეს არის ომი ჩვენ, ომში ვართ, საომარ მოქმედებებში ვართ. Aამიტომ ასეთი ტრაგედიისგან დაზღვეული არცერთი არ ვართ. გაგრძელდება ეს მისია ვიდრე არ დასრულდება", -განაცხადა ალასანიამ.
მისივე განცხადებით, ავღანეთიდან ქართველი სამხედროების გამოწვევა 2014 წლიდან დაიწყება
,,თქვენ იცით, რომ 2014 წლიდან იწყება და იგეგმება საერთაშორისო ძალების ავღანეთიდან გამოსვლა. სწორედ მას მერე დავიწყებთ ზრუნვას სამშობლოში დაბრუნებაზე", -განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ ქართული სამხედრო ძალები ავღანეთის სამშვიდობო მისიას 2009 წლის ნოემბრიდან შეუერთდა.