"ტერორიზმთან ბრძოლა გადამწყვეტად, დასწრებაზე, პაუზების გარეშე და ზოგჯერ ხისტადაც უნდა მიმდინარეობდეს", - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.
"ჩვენმა სამსახურებმა უფრო ეფექტურად დაიწყეს მუშაობა. ამასთან, ნებისნიერი აცდენა ძალიან ძვირი გვიჯდება. ამიტომაც პაუზების გარეშე უნდა ვიმუშაოთ, დასწრებაზე და სადაც საჭიროა -ხისტად",_ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ოპერაციის ჩატარებისას საჭიროა მოქალაქეების მოფრთხილება.
"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ოპერაციის დროს დაკავებულია 479 ბანდიტი და განადგურებულია 313 ტერორისტი, რომელთაგან 43 ბანდდაჯგუფების მეთაური იყო",_ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში მრავალი ძალიან მსხვილი ღონისძიება უნდა გაიმართოს. სამართალდამცავი ორგანოებისთვის ღირსების საქმეა, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ღონისძიებები მოწოდების სიმაღლეზე ჩატარდეს და მათ ჩრდილი არაფერმა მიაყენოს.
"მოვუწოდებ ყველას, დროულად დაიწყონ ამ ამოცანის შესრულება", - განაცხადა პუტინმა.