კოსმოსიდან გაკეთებული ფოტომასალის ანალიზი მოწმობს იმ გადაადგილებების შესახებ, რომლებსაც შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს კავკასიაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების თანაფარდობაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში ბაზირებული სამხედრო ანალიზის ცენტრმა (IMINT) რეგიონში კოსმოსიდან გადაღებული რუსული და სომხური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ფოტოსურათები გამოაქვეყნა. ცენტრის ექსპერტის შონ ო'კონორის თქმით, გამოსახულება მოწმობს ახალი S-300 სისტემის გაჩენას სომხეთსა და აფხაზეთში - "ორივე დისლოკაციის ადგილს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი განთავსებისათვის".
2008 წლამდე სომხეთი კომპონენტების იმპორტირებას ახდენდა, მაგალითად, ერევნის დასაცავად მოძველებულ S-125-ს S-300-ით ცვლიდა. 2010 წელს რუსეთმა S-300-ი ირანის მოსაზღვრე პროვინცია სიუნიკში განათავდა. S-300 ასევე განათავსეს სოფელ კარგუტთან. ორივე პუქტი მთიანი ყარაბაღის საზღვრიდან შვიდ კილომეტრში მდებარეობს. "მათ მიერ გამოიყენება 5N63S -ის მობილურო რადარი და ასევე მცირე რადიუსის რადარი", _ აცხადებს წყარო.
"გადაღებული ფირების თანახმად, 2011 წლიდან გორისას რაიონში განთავსებული S-300 -ის სისტემის დაცვის ქვეშ მთიანი ყარაბაღის მთელი რეგიონი ექცევა", _ აცხადებს ო'კონორი.
მათივე ინფორმაციით, იქ განთავსებული S-300-ის სისტემები იცავენ სტეპანაკერტის აეროპორტს, იქ უკვე არსებულ S-125-თან ერთად. S-300-ის ასეთი დისლოკაცია სომხეთს საშუალებას აძლევს დაბლოკოს აზერბაიჯანი ნახჩევანის მხრიდან. მთიანი ყარაბაღის ახლოს ამგვარი სისტემის განთავსება მეტყველებს იმაზე, რომ მზადდება სხვა და სხვა სცენარები, რომლებიც რეგიონში არსებულ კონფლიქტს ეხება", - განაცხადა ო'კონორმა.