ავღანეთში დაღუპული კაპრალი მინდია აბაშიძე საქართველოში გვიან ღამით ჩამოასვენეს. ის უკვე გადაასვენეს მშობლიურ სოფელ თხილნარში.
შეგახსენებთ, რომ კაპრალი მინდია თეიმურაზის ძე აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. იგი სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2010 - 2011წლებშიც მონაწილეობდა.