გაზეთ "იზვესტიასათვის" მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ საქართველო ახალ სამხედრო დოქტრინას შექმნის.
"მიუკერძოებელი სამხედრო ექსპერტების დახმარებით, ვაპირებ საქართველოს ყველა სამხედრო წარუმატებლობის ანალიზის ჩატარებას მისი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოთხი წლის წინანდელ მოვლენებამდე. რატომ მოხდა ისე, რომ ამგვარი კოლოსალური სამხედრო დანახარჯების მიუხედავად საქართველო ასეთი დაუცველი აღმოჩნდა? ამ ანალიზის საფუძველზე ჩვენ ახალ სამხედრო დოქტრინას დავგეგმავთ. გაგრძელდება ჩვენი მუშაობა ქართული არმიის ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით",_აცხადებს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართველი სამხედროები ავღანეთში ნატოს მიერ იქ მისიის დასრულებამდე დარჩებიან.
"ეს ჩვენი სახელმწიფოს მოვალეობაა საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის წინაშე",_ დასძენს ალასანია.