თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანია გაზეთ "იზვესტიასათვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მთავარი პრიორიტეტი ჯარისკაცი, მებრძოლი იქნება. მისივე თქმით, შეიქმნება ყველა პირობა იმისათვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიცვას თავისი სამშობლო.
"სწორედ ამ სიბრტყეში განვიხილავთ თვადაცვის სამინისტროში პროფესიონალი სამხედრო და სამოქალაქო კადრების დაბრუნებას, რომლებიც ისეთ პარამეტრებს დააკმაყოფილებენ როგორიც არის გამოცდილება და პატიოსნება", _ აცხადებს ალასანია და აღნიშნავს, რომ მისი დანიშვნის შემდეგ, სპეციალური კომისია შეისწავლის ყველა იმ საკითხს, რომელიც დაუმსახურებლად სამსახურიდან დათხოვნასთან იქნება დაკავშირებული.
"არავისი დაკარგვა არ გვინდა", _ აცხადებს ალასანია.