საქართველოს გენერალთა კლუბი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. "საქართველოს გენერალთაAკლუბი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში კიდევ ერთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, 32-ე ბატალიონის კაპრალ მინდია აბაშიძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს. საქართველოს გენერალთა კლუბისა და ოფიცერთა ორდენისათვის განსაკუთრებით მტკივნეულია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოველი ჯარისკაცის დაღუპვა ან ფიზიკური დასახიჩრება საომარ მოქმედებებში. ქედს იხრის სამშობლოს კეთილდღეობისათვის თავგანწირული ერთგული ჯარისკაცების წინაშე. მათი გმირობა არასდროს გაქრება უკვალოდ და სამუდამოდ ჩაიწერება ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში", - ნათქვამია გენერალთა კლუბის სამძიმრის წერილში.