საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განკარგულების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე გიორგი კალანდაძე დაინიშნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დღემდე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბს გიორგი კალანდაძის დანიშვნამდე დევი ჭანკოტაძე მეთაურობდა.