ჩრდილოკავკასიელებთან ბრძოლაში, რომლებსაც რუსული მედია "ბოევიკებს" უწოდებს რუსული არმიის ნაწილები ერთვებიან. კონტრტერორისტულ ოპერაციებში არმიის ნაწილების ჩართვის შესახებ გადაწყვტილება, რუსული მედიის ინფორმაციით, ნაციონალურმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა და ფედერალურმა ოპერატიულმა შტაბმა მიიღო.
ბოლო წლების განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიაში კონტრტერორისტულ ოპერაციებს სპეცსამსახურების წარმომადგენლები და რუსეთის შს სამინისტროს წარმომადგენლები ატარებდნენ.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ სამხედროთა შორის უკვე არის პირველი მსხვერპლი. ბოლოს, დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ოთხი კონტრაქტით მომსახურე სამხედრო. წყარო ასევე იუწყება, რომ ეს აიხსნება იმით, რომ საარმიო დანაყოფები საბრძოლო პირობებში შაბლონურად მოქმედებდნენ კონტრტერორისტული ოპერაციების ჩატარების სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამიტომაც, რუსული მედიის ინფორმაციით, მომხდარის გამო გენშტაბში შესაბამის დასკვნებს გააკეთებენ და ამიერიდან უფრო აქტიურად მოემზადებიან საბრძოლო მოქმედებებისათვის.