დაღესტანში პოლიციელი მოკლეს. იგი ქალაქის ერთ-ერთ მიკრორაიონში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის დაღესტნის მიმართულების საგამოძიები კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პოლიციელის გარდაცვალების მიზეზი გულმკერდის არეში გასროლა გახდა. სერჟანტს ხელები გაკრული ჰქონდა.
"არსებული ინფორმაციით, პოლიციელი რამდენიმე დღის წინ თავის ავტომობილთან ერთად გაუჩინარდა. დღეს ავტომობილიც იპოვეს. ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ბრიგადა მუშაობს",_ იუწყება რუსული მედია.
მასალის გამოყენების პირობები