დღეს, 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გელათის კომპლექსში აღდგენილი გელათის აკადემიის შენობა საზეიმოდ გაიხსნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს.
აკადემიის გახსნას დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ გელათის აკადემიის რეკონსტრუქცია გასულ წელს დაიწყო. მოხდა გელათის აკადემიის შენობის გადახურვა და გაკეთდა კომპლექსში არსებული ნაგებობების რესტავრაცია. აღდგენითი სამუშაო სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "საქართველოს მემკვიდრეობამ" შეასრულა.