რესპოდენტის შესახებ
- ბატონო ბუბა, რა კომენტარს გააკეთებთ გლდანის მე-8 საპყრობეში გადაღებულ ვიდეომასალებზე, როგორია თქვენი პოზიცია?
- ამაზე აღმაშფოთებელი მე არაფერი არ მინახავს, მე მგონი სასტიკად უნდა დაისაჯონ, ორი ღამეა არა მძინავს... მეტი რა უნდა გითხრათ...
- ბატონო ბუბა, თქვენც შეძრწუნებული ბრძანდებით როგორც მთელი საქართველო. ნანახმა მოახდინა თუ არა ტრანსფორმირება თქვენს ცნობიერებაში? თქვენ ხელისუფლების აქტიურ მხარდამჭერად მოიაზრებით და ერთხელ ისიც კი განაცხადეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა ღმერთმა მოუვლინა საქართველოს...ამაზე რა კომენტარს გააკებთ.
- თქვენ გინდათ სკანდალში გამრიოთ?
- არა, ბატონო ბუბა, როგორ გეკადრებათ, თქვენი შეფასება გვაინტერესებს.
- მე არ მინდა რუსული ჩექმა საქართველოში, იმიტომაც ვთქვი მაშინ და ამას კიდევ ვიტყვი ყოველთვის. ყველაფერ ამას კიდევ რა მოყვება კაცმა არ იცის. თუ ეს მასალა ჰქონდათ 24 რიცხვში გადაღებული რატომ ინახავდნენ, რატომ არ აჩვენეს?! გეკითხებით თქვენ, თქვენც ხომ მოქალაქე ხართ, ამას უყურებდნენ და ამბობდნენ აი მოდი ვაჩვენოთ 19-ში?! იმ წუთში ხომ უნდა ეჩვენებინათ?
- უნდა ეჩვენებინათ, გეთანხმებით
- აბა რა, მაგას მოყვება მერე რუსი, მერე მოყვება ტანკი მერე მოვა ჩექმა და მერე ვიყოთ კარგად რა.. ეგარი რა, ამას ვიძახი, თორემ ისინი, რომ დასასჯელები არიან ამაში ორი აზრი არ არსებობს. მე მთელი ცხოვრება იმის მხარეზე ვიყავი, ვინც საქართველოს უშველიდა და თუ ვერ შველიან - არ ვიქნები არავის მხარეზე. ეგ არი...
- ბატონო ბუბა, ყოველი ამის შემდეგ, თქვენი აზრით, აქვს თუ არა ხელისუფლებას მორალური უფლება ქვეყნის სათავეში იყოს?
- მე მგონი დამნაშავემ თვითონ უნდა თქვას, რომ - მე დამსაჯეთ. გაარკვიოს, არსებობს სასამართლო და არსებობს წესი და არსებობს ხალხის აზრიც, მხოლოდ ერთი რამე უნდა ვიცოდეთ - ამის მერე რა მოხდება?
- ხელისუფლების დაპირისპირებულ ძალად "ქართული ოცნება" მოიაზრება. თქვენი აზრით, არის თუ არა "ქართული ოცნება" ის რუსული ჩექმა რომელზეც თქვენ საუბრობდით?
- ვერ გეტყვით მე ვერაფერს, იმიტომ, რომ ეს გამოჩნდება ძალიან მალე, ახლა რომ არჩევნები იქნება მაშინ გამოჩნდება ყველაფერი და აი მაშინ დამირეკეთ და ვილაპარაკოთ მე და თქვენ.
- აუცილებლად, გპირდებით, რომ დაგირეკავთ.
"ჯი-ეიჩ-ენი" ესაუბრა ეკა მომცელიძე