დღეს, 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ბრიუსელის დონორთა კონფერენციიდან ერთი წლის შემდეგ, ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" ჩაატარებს კონფერენციაზე, რომელზედაც ომის შემდგომ საქართველოსთვის გამოყოფილი 4,55 მლრდ აშშ დოლარის 1 წლის მონიტორინგის შედეგები იქნება წარმოდგენილი. მონიტორინგი ფონდის მიერ დაფუძნებულმა კოალიციამ "გამჭვირვალე ფინანსური დახმარება საქართველოს" განახორციელა.
ღონისძიებას ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს~ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი გახსნის. დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ გურჩიანი; ანგარიშს "დახმარების ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე~ წარადგენს ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას~ წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე; დონორებისა და მთავრობის გამჭვირვალობის ანალიზს საზოგადოებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს~ წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი გააცნობს.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დიმიტრი გვინდაძე მოხსენებას გააკეთებს თემაზე: "ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე საქართველოსთვის დაპირებული მხარდაჭერა, დღევანდელი მდგომარეობა და პროგნოზი მომავლისათვის." ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გვინდაძეს კითხვებით მიმართონ.