სამხედრო ნაწილები ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის სამხედრო პირების მშობლებისგან გახდა ცნობილი. მათი თქმით, სამხედრო პირები, გუშინ, გვიან ღამით გამოიძახეს. ამასთან, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ინტენსიური წვრთნები მიმდინარეობს დავით - გარეჯის სამხედრო პოლიგონზე.
გადამოწმებული ინფორმაციით, პოლიგონზე საქართველოს სხვადასხვა სამხედრო ნაწილიდან ორასამდე სამხედრო პირი ჰყავთ ჩაყვანილი. ერთ-ერთი მათგანის თქმით, ისინი გამოცდილების და ფიზიკური მონაცემების მიხედვით შეარჩიეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში სამხედრო ნაწილებში ყაზარმული რეჟიმის გამოცხადებასთან და დავით - გარეჯის სამხედრო პოლიგონზე ინტენსიური წვრთნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.