დღეს რუსეთის ფედერაცია მასშტაბურ სამხედრო წვრთნას "კავკაზ 2012"-ს იწყებს. სწავლებების პირველ ეტაპზე დასასწრებად დღესვე კუბანში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავა.
პოლიგონ "რაევსკიზე", რომელიც ნოვოროსიისკთან ახლოს მდებარეობს სამხედროები გამანადგურებელი ტექნიკის შესაძლებლობების დემონსტრირებას მოახდენენ.
ვლადიმერ პუტინთან ერთად, სწავლებებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი დაესწრება და კუბანის გუნერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი დაესწრებიან.
რუსული მედიის ინფორმაციით, სწავლებებში დაახლოებით 8 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ამოქმედებული იქნება ორი ათასამდე ერთეული სამხედრო ტექნიკა და 10 საბრძოლო გემი და კატერი.