დაღესტანის, ხასავიურტის რაიონში უცნობი პირების მიერ, საგზაო პოლიციის პატრულისათვის ცეცხლის გახსნის შედეგად პოლიციის ერთი თანამშრომელი მოკლეს და ორი დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
თავდასხმა ამ დილით მოხდა. ცეცხლი პოლიციის პატრული გვერდით გამავალი ავტომობილიდან გაიხსნა.
თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს. ამჟამად მათი ძიება მიმდინარეობს.