დაღესტანში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. გასულ ღამეს ფედერალურ მაგისტრალ - "კავკაზზე" რუსმა სამართალდამცველებმა ორი შეიარაღებული პირი მოკლეს.
მათი თქმით, მოკლულები შეიარაღებული იყვნენ და სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევდნენ.არეულობა იმ დროს დაიწყო, როდესაც სამართალდამცველებმა საეჭვო ავტომობილის გაჩერება სცადეს, მანქანაში მსხდომებმა კი მათ სროლით უპასუხეს.
მოკლულების ვინაობა უკვე ცნობილია. ერთი მათგანი ვიქტორ ვოლკოვია, რომელიც ფედერალურ ძებნაში იმყოფებოდა.
არეულობა მოხდა ინგუშეთშიც. ქალაქ ყარაბულახში თვითნაკეთი მოწყობილობა აფეთქდა. მოწყობილობა ერთ-ერთი მაღაზიის შესასვლელთან, ნაგვის ურნაში იყო დამონტაჟებული. მომხდარის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. დეტალები მომხდართან დაკავშირებით არ ხმაურდება.