"მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ყველა სახის დიპლომატიურ ურთიერთობას და ყველა ოფიციალურ კავშირს უნგრეთტან", - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ქვეყანაში აკრედიტირებულ გაეროს წევრი ქვეყნების ელჩებთან განაცხადა.
სიმხეთის პრეზიდენტის განცხადების მიზეზი 2004 წელს მომხდარი ფაქტი გახდა, რომელსაც გაგრძელება დღეს მოჰყვა.
2004 წლის თებერვალში სომხეთის შეიარაღებული ძალების ლეიტენანტი გურგენ მარგარიანი, რომელიც ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ინგლისური ენის კურსებზე იყო მივლინებული ნაჯახით მოკლა აზერბაიჯანის არმიის ოფიცერმა რამილ საფაროვმა. საფაროვი იმავე კურსს გადიოდა.
2006 წლის 13 აპრილს ბუდაპეშტის პირველი ინსტანციის სასამართლომ საფაროვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 30 წლის განმავლობაში შეწყალების მოთხოვნის უფლების გარეშე.
2007 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელი დატოვა.
თუმცა, დღეს, 31 აგვისტოს, რამინ საფაროვი აზერბაიჯანში იქნა ექსტრადირებული და ის აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა.
„სომეხი ხალხი ამას არასოდეს გაპატიებთ", - განაცხადა სერჟ სარგსიანმა.