ინტერნეტგამოცემა "კავკაზცენტრ"-ი რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საკუთარ წყაროებზე დაყდობით სტატიას აქვეყნებს სათაურით - რა მოხდა სინამდვილეში საქართველო-დაღესტნის საზღვარზე .
"კავკაზცენტრის" წყარო იმირატის მუჯაჰიდები სარდლობიდან ამბობს, რომ მომხდარი ხელსაყრელი არ არის საქართველოსთვის, რომელიც იმყოფება რუსეთის ახალი აგრესიის საფრთხის ქვეშ და ასევე ხელსაყრელი არ არის კავკასიის მუსულმანებისთვის, რომლებიც ებრძვიან რუს ოკუპანტებს.
გამოცემასთან საუბარში წყაროები ინციდენტის ზოგერთ დეტალზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, დაღესტნის ვილაიათის სამხედრო სარდლობამ საქართველოსა და რუსეთისგან მალულად მოახდინა მოხალისე ახალწვეულების ჯგუფის კონცენტრაცია საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, ერთ-ერთ მთიან უბანზე, რომელსაც მხარს უჭერდა დაღესტნის ლოჯისტიკის ოპერატიული ჯგუფი.
"მოხალისეების ჯგუფი გაემართა დისლოკაციისთვის განუთვნილ ადგილას, რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი ბრძოლებისათვის დაღესტნის ტერიტორიაზე. ოპერაციის ბოლო ეტაპზე, მოხდა ინფორმაციის გაჟონვა ჯგუფის მარშრუტის მოძრაობის შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ მოხალისეების წინააღმდეგ გამოიყვანა სპეცრაზმის გაძლიერებული ნაწილი, რომელიც მხარდაჭერილი იყო ვერტმფრენებით.
საქართველოს სარდლობამ დაიწყო მოლაპარაკება აღნიშნულ ჯგუფთან და მათ იარაღის დაყრა შესთავაზა.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე შეიარაღებული რაზმის გამოჩენას აფასებს, როგორც პროვოკაციას, რომელიც, შესაძლოა, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად.
მოლაპარაკებების დროს, რომელიც თითქმის ერთ დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდა, ახალაწვეულმა მუჯაჰიდებმა უარი განაცხადეს იარაღის დაყრაზე და საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზეს მათთვის გზის გახსნა, რათა წინააღმდეგობის გარეშე დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია, სადაც ისინი აღმოჩდნენ დისლოკაციის ადგილისკენ გადაადგილებისას. მას შემდეგ მოლაპარეკებები ჩიხში შევიდა და დაიწყო საბრძოლო მოქმედებები", - წერს "კავკაზცენტერ"-ი წყაროს ინფორმაციას.
გამოცემის წყარო უარყოფს, რომ მუჯაჰედებმა საქართველოს მოქალაქეები მძევლად აიყვანეს. მათი ინფორმაციით, ახალწვეულებმა 5 ქართველი გაუშვეს, რომელთაც შემთხვევით გადაეყარნენ გადაადგილების დროს - "სწორედ აქედან მოხდა ინფორმაციის გაჟონვა, რომელსაც მოჰყვა შემდგომი ტრაგიკული მოვლენები".