დაღესტანში ცუნტინის რაიონის სოფელ შაიტლთან სამართალდამცავებმა ორი ბლინდაჟი გაანადგურეს.
სამართალდამცავების განმარტებით, მათ მიერ ნაპოვნი იქნა ორი ბლინდაჟი ერთი სიდიდით 4 მეტრი ხუთ მეორზე, მეორე კი სამი მეტრი ოთხ მეტრზე.
ბლინდაჟის დათვალიერებისას მათში აღმოაჩენეს საბრძოლო მასალები, ყუმბარები, ტანსაცმელი, მათ შორის ქალის, სამხედრო კამუფლიაჟი, მედიკამენტები, კვების პროდუქტები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
"ბლინდაჟები განადგურებულია აფეთქების მეშვეობით", - აცხადებენ დაღესტნის ოპერატიულ შტაბში.
შეგახსენებთ, რომ დღეს ამ მიდამოებში მოხდა შეტაკება, რომლის დროსაც დაიჭრა შინაგანი ჯარის მოსამსახურე. ცუნტინის რაიონში კი გასული წლიდან კონტრტერორისტული ოპერაციის შეჟიმი მოქმედებს.