ინგუშეთის პრეზიდენტმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა შეშფოთება გამოთქვა ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის განცხადებების შესახებ, ინგუშეთის სასაზღვრო ტერიტორიის "ისტორიულად ჩეჩნეთის" კუთვნილების თაობაზე.
"კადიროვმა გადაწყვიტა საკუთარი ამბიციები თავისი რესპუბლიკისა და უფლებამოსილების ფარგლებს გარეთ გაიტანოს. ჩემთვის ნათელია, რომ ტერიტორიული საზღვრების საკითხის კონფლიქტის გარეშე გადაწყვეტის გზა სუბიექტებს შორის არსებული ვითარების შენარჩუნებაა", - განაცხადა იუნუს-ბეკ ევკუროვმა.
რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ინგუშეთს ჩეჩნეთის ისტორიული ტერიტორიები აქვს მიტაცებული.
"როსკარტოგრაფიის" მიერ გამოშვებულ რუკებზე ჩეჩნეთ ინგუშეთის საზღვარი წლებია მონიშნული არ არის.