საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩრდილოკავკასიელებს მიმართა, რომ ნუ გამოაყენებინებენ ბრმა იარაღად ნურავის თავს. მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში განცხადება საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მიმდინარე ოპერაციასტან დაკავშირებით გააკეთა.
"მე მინდა მივმართო ასევე ჩვენ მეზობლებს ქედის მეორე მხრიდან - ჩვენ ჩრდილოკავკასიელ ძმებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა კავკასიის, როგორც ერთიანი მშვიდობის, კულტურის, ეკონომიკის, პოლიტიკის მქონე ტერიტორიის. ერთინ პოლიტიკური და ისტორიული ხვედრის მქონე ხალხის. ამიტომ ჩვენ გახსნილი ვართ ყველანაირი კონტაქტებისთვის, ყველანაირი ურთიერთობისთვის, მათთან - ჩვენ მეზობლებთან. ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და ჩვენ მივესალმებით რუსეთიდან ვიზიტორებს, ტურისტებს, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ან რაიმე სხვა ფორმით შეიარაღებული ჯგუფების გადაადგილებას, შეიარაღებული პირების თარეშს. საქართველოს არის სახელმწიფო, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. ამიტომ მე მინდა მივმათო თითოეულ მათგანს, ნუ გამოაყენებინებთ ბრმა იარაღად ნურავის თავს", - განაცხადა პრეზიდენტმა.