საქართველოს საზღვრსპირეთი შეიძლება გამოყენებული იქნებს, მასშტაბური ღონისძიებებისთის. ამის შესახებ დაღესტნის ინტერნეტპორტალები წერენ.
ამ დროისთვის დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა საუბარია "კავკაზ 2012"-ის დაწყებამდე სხვადასხვა სახის სამხედრო შენაერთების შეთანხმებულ მოქმედებაზე, დაღესტნის მთებში მასშტაბური სადამსჯელო ოპერაცის ჩატარებაზე, ან/და საქართველოს სახელმწიფო საზღვის დარღვევაზეც.
ძირითადი კონცენტრაცია ხორციელდება ცუნტინის რაიონში, რომელიც ყველაზე ახლო წერტილია სომხეთთან იმ შემთხვევისთვის, თუ ამ მანძილის დაძლევა საქართველოს ტერიტორიის გავლით მოხდება.
რამდენიმე დღის წინ დაღესტანში იმყოფებოდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სასახურის სასაზღვრო უწყების სტრატეგიული დაგეგმარების სამმართველოს უფროსი, გენერალ ლეიტენანტი, მიხაილ სტრეხა. არსებული ინფორმაციით, ის დაღესტანში პუტინის დავალებით ჩავიდა, რათა მოეხდინა ცუნტინს რაიონში კომპლექსური ბანაკის ორგანიზება.
თავისი არსით ეს არის ახალი მობილური სამხედრო ბაზა, მაგრამ რაც საინტერესოა, ბაზაზე იქნება ჰოსპიტალი, რომელსაც შესაძლებლობა აქვს აუცილებლობის შემთხვევაში დღე-ღამის განმავლობაში 300 დაჭრილი მიიღოს. ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლოესი ტექნოლოგიური დანადგარებით. მისი ავტომობილებიც კი კოსმოსურ კავშირის აპარატით არიან აღჭურვილნი.
ინტერნეტპორტალები წერენ, რომ 16 აგვისტოს მონაცემებით, რეგიონში დამატებითაა შეყვანილი 300 ერთეული ბრონირებული ტექნიკა 2500 სამხედრო პირი.
მათი რაოდენობა 16 აგვისტოს შემდეგ კიდევ რამდენიმე ასეულით გაიზარდა თუმცა ინტერნეტწყაროები ზუსტ მონაცემს ვერ აქვეყნებენ.