ბოლო დღეების განმავლობაში ინტერნეტრესურსები დაღესტანის მთებში, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯაანს ესაზღვრება, რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციაზე წერენ.
ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, ჯავშანკოლონის გადაადგილებისას სოფელ საგადასთან ხრამში ჯავშანმანქანა გადავარდა და აფეთქდა. დაიღუპნენ სამხედროები.
ადგილობრივები იტყობინებიან, რომ სამხედროები ტყის მასივების ბლოკირებას აპირებენ.
რიგი წყაროების ინფორმაციით, სამხედროების ეს კონცენტრაცია უკავშირდება ფედერალური ხელისუფლების სურვილს ზამთრამდე გაანადგურონ მოჯაჰერების ბაზები დაღესტნის ტერიტორიაზე. სხვები კი საქართველოსთან მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციაზე საუბრობენ.
რამდენიმე თვის წინ რუსმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენგაუერმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში სამხედრო ძალას შეიყვანს იმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას დაიწყებს.
"მოსკოვი ამ ნაბიჯზე წავა, რათა მოახდინოს სომხეთში საუთარი სამხედრო ბაზის დებვლოკირება", რადგან ბაზა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის პერიოდში ბლოკირებული აღოჩნდება, სწორედ ირანიდან ხდება ამჟამად მომარაგება.
ამიერავკასიაში რუსეთის ჯარების ყოფილი სარდალი იური ნეტკაჩოვის მიერ გასული წლის 15 დეკემბერს "ნეზავისიმაია გაზეტასთვის" მიცეულ კომენტარში აღნიშნულია, რომ "შესაძლოა აუცილებელი გახდეს სამხედრო ძალის გამოყენება საქართველოს სატრანსპორტო ბლოკადის გასარღვევად და სომხეთსკენ მიმავალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა. ამჟამად, რუსეთას ჯარების კონცეტრაცია საქართველოს საზღვარზე ხდება სტრატეგიული სამხედრო სწავლების "კავკას 2012"-ის საფარქვეშ. სწავლება სექტემბერშია დაგეგმილი.