ჩეჩნეთის საველე მეთაურის რუსლან გელაევის შვილი, რუსტამ გელაევი, რომელიც სირიაში საავიაციო იერიშის დროს დაიღუპა პანკისის ხეობაში დაკრძალეს, ამის შესახებ ინფორმაციას "კომერსანტი" გელაევის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გელაევის შვილი სირიაში სწავლობდა. მან და მისმა მეგობრებმა სცადეს ქვეყნის დატოვება და თურქეთში გადასვლა. სწორედ ამ დროს ერთ-ერთ მეჩეთზე მიტანილი საავიაციო იერიშის დროს რუსტამ გელაევი დაიღუპა.
თავის მხრივ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის პრე-მდივანმა ალვი კერიმოვმა განაცხადა, რომ გელაევის შვილის ცხედარი რუსეთის ტერიტორიაზე არ დაფიქსირებუულა.
"ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, ცხედრის შემოტანის ფაქტი რუსეთის ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა. კომპეტენტური ორგანოების თანხმობის გარეშე ცხედარს ქვეყანაში ვერავინ შემოოტანდა", - განაცხადა კერიმოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ჩეჩნები სირიის კონფლიქტში არც პრეზიდენტ ბაშარ ასადის და არც ოპოზიციის მხარეს არ მონაწილეობენ.
მასალის გამოყენების პირობები