ინგუშეთში, ტერორისტი-თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად დაღუპული 8 პოლიციელისთვის პატივის მიგების მიზნით, გლოვაა გამოცხადებული.
უკვე დადგენილია თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა, იგი 34 წლის ჰაზმატ ალდიევი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ რვა პოლიციელი დაიღუპა და 15 დაიჭრა ინგუშეთშის მალგობეკის დასახლებაში.
აფეთქების სიძლიერე 10 კგ. ტროტილის ეკვივალენტი იყო. აფეთქების ადგილას სამართალდამცავებმა თვითმკვლელის თავი იპოვეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტი შევიდა კერძო სახლის ეზოში, სადაც მიმდინარეობდა დაღუპული პოლიციელის პანაშვიდი. მისი ეზოში შესვლა იქ პოლიციელების მისვლას დაემთხვა, რომლებიც კოლეგის ოჯახში სამძიმრის გამოსახატავად მივიდნენ.