ბოლო მონაცემებით, რვა პოლიციელი დაიღუპა და 11 დაიჭრა ინგუშეთშის მალგობეკის დასახლებაში.
რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. აფეთქების სიძლიერე 3 კგ ტროტილის ეკვივალენტი იყო.
აფეთქების ადგილას სამართალდამცავებმა თვითმკვლელის თავი იპოვეს. ამჟამად მინდინარეობს ექსპერტიზა და მისი ამოცნობა.
ოფიციალური ინფორმაციით, ტერორისტი შევიდა კერძო სახლის ეზოში, სადაც მიმდინარეობდა დაღუპული პოლიციელის პანაშვიდი. მისი ეზოში შესვლა იქ პოლიციელების მისვლას დაემთქვა, რომლებიც კოლეგის ოჯახში სამძიმრის გამოსახატავად მივიდნენ.