საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოში სამხედრო წვრთნებზე მყოფი ლატვიელი კაპრალის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ განაცხადა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის ლატვიელ კოლეგას დაუკავშირდა და კაპრალის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
,,საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე დაუკავშირდა მის კოლეგას ლატვიაში და კაპრალის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოხატა", _ განაცხადა პოტრჟევსკაიამ და აღნიშნა, რომ ლატვიელი კაპრალი საქართველოში საჩხერეში მიმდინარე საერთაშორისო წვრთნებზე იმყოფებოდა.
,,საჩხერეში საერთაშორისო წვრთნები 16 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს და ლატვიელი კაპრალიც საქართველოში 16 ივლისს ჩამოვიდა. Mმას ორგანიზმის გადახურება დაემართა და შემდეგ ის გადაიყვანეს გერმანიაში სადაც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნინო პოტრჟევსკაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში წვრთნებზე მყოფი ლატვიელი კაპრალი ორგანიზმის გადახურების შედეგად გერმანიის საავადმყოფოში გარდაიცვალა.