1-ელი ნოემბრისთვის იგოეთი-კასპის 2 კმ-იან მონაკვეთზე მოასფალტების სამუშაო დასრულდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
კასპში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოასფალტება 5 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. ასფალტის სისქე განსაზღვრულია 5 სმ-ით, ქუჩის სიგანე კი ქუჩის მდებარეობიდან გამომდინარე 12-14 მეტრამდე მერყეობს.
სამუშო შპს "იბოლია~ და შპს #1 სამშენებლო სამმართველო აწარმოებს. პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება 750 000 ლარია,