აზერბაჯანი სომხეთისგან თავისი მიწის - მთიანი ყარაბაღის ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის 100 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვს. განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა ალი გასანოვმა გააკეთა.
"აზერბაიჯანი არ წავა არავითარ დათმობაზე სომხეთის მიერ ზარალის ანაზღაურების საკითხში. თუ 10 წლის წინ ზარალი 60-70 მილიარდ დოლარად ფასდებოდა ახლა ეს შეფასება 100 მილიარდს აჭარბებს", _ აცხადებს გასანოვი.
მისივე თქმით, დღეს ბაქოს ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ სომხეთის მიერ აზერბაიჯანისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეფასდეს.
აზერბაიჯანის მთავრობის ვიცე-პრემიერი ასევე აცხადებს, რომ თუ ერევნის მიდგომა ყარაბაღის საკითხისადმი უახლოეს მომავალში არ შეიცვლება "უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, ჩვენ უახლოეს მომავალში ჩვენს მიწებს გავათავისუფლებთ".
მისიცე თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ისეთი პროგრამების დამუშავება, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ ამოქმედდება.