ინგუშეთის სოფელ პსედახში ადგილობრივი საგამოძიეობო იზოლატორის ხელმძღვანელი და მისი ვაჟი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო კომიტეტის ინგუშეთის მიმართულების განყოფილება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მამა-შვილი მაკშარიპ და ისლამ პეშხოევები საკუთარი სახლის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან უცნობმა პირებმა მოკლეს.
პოლიციის მაიორი მაკშარიპ პეშხოევი მაგგობედის რაიონული წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელი იყო.
მკვლელობის ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.