წუხელ ინგუშეთში დაუდგენელმა პირებმა პოლიციელი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დაუდგენელმა პირებმა პოლიციელის ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც იგი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. თავდასხმის შედეგად პოლიციელმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო და ადგილზე დაიღუპა", _ წერს რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად ბოროტმოქმედთა ძებნა მიმდინარეობს.