ხვალ, 26 ივლისს, 14:00 საათზე, მოსკოვში, სააგენტო "რია ნოვოსტის" ოფისში, საქართველოში იჩქერიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენლის, ხიზრი ალდამოვის პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციის თემაა: "თბილისის საიდუმლო თამაშები კავკასიაში".
რუსული მედია აღნიშნავს, რომ 19 ივლისს გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ გალის რაიონში საქართველოს მხრიდან საფრთხეებზე რეაგირების მიზნით სპეციალური შტაბი შეიქმნა.
"ღონისძიების დროს საუბარი იქნება საქართველოს ხელმძღვანელობის, ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ექსტრემისტებისა და ტერორისტების კავშირზე, რომლებიც საფრთხეს მთელ რეგიონს უქმნიან და სტაბილურობას ხელყოფენ", _ იუწყება რუსული მედია.