ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩორჯიშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ეს ნიშნავს, რომ დამატებით 6-7 ათასი მშენებელი დაგვჭირდება", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განმარტებით, "ნამახვანი 500-600-მილიონიანი პროექტია, რაც რაჭის ეკონომიკის განვითარებისთვის ჩაიდება".
"ნამახვანი იქნება ახალი სიტყვა საქართველოში, ისე როგორც, თავის დროზე ენგურმა შექმნა ინტელექტუალების ახალი კლასი აფხაზეთსა და სამეგრელოში", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.