მომავალი წლიდან რაჭის მოსახლეობას ხვანჭკარისა და ალექსანდროულის ჯიშის ყურძნების მოშენებაში აგრონომები დაეხმარებიან. აღნიშნული ინიციატივით დღეს, რაჭაში მოსახლეობასთან შეხვედრისას ქვეყნის პირველი პირი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის მინისტრს მისცა.
სააკაშვილის განმარტებით, როგორც ექიმი სჭირდება სოფელს, ისე ესაჭიროება აგრონომიც.
"უნდა შევქმნათ რამე ცენტრი, ავიყვანოთ აგრონომები, რომლებსაც ხელფასი ექნებათ", - განაცხადა სააკაშვილმა.
თავას სოფლის მეურმეონის მინისტრის განმარტებით, ხვანჭკარისა და ალექსანდროულის ჯიშების ყურძნის მოშენების ტექნოლოგიებს აგრონომებს სპეციალისტები შეასწავლიან, თავად აგრონომები კი მას შემდგომ ხალხს გააცნობენ.
სოფელ ჩორჯიშის მოსახლეობამ პრეზიდენტის ტრაქტორის შეძენაც სთხოვა.