აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჰეიდარ ალიევის ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად 10-მდე სახანძრო მანქანა გამოიძახეს, თუმცა ხანძარი იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ მოგვიანებით სტიქიასთან გასამკლავებლად 50-მდე სახანძრო ბრიგადის მობილიზება გახდა საჭირო. გარდა ამისა, ცეცხლის ჩაქრობას 3 ვერტმფრენი ცდილობდა.
ცეცხლი შენობის მთელ სახურავს მოედო. მთლიანად დაიწვა ალიევის ცენტრის ერთი კორპუსი. ხანძრის ჩაქრობას ძლიერმა ქარმაც შეუშალა ხელი. კვამლმა 2 კილომეტრზე გვრცელდა.
სამაშველო სამსახურებმა ხალხის ევაკუირება მოახდინა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებიან ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები. მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებიც. ხანძრის მიზეზების დადგენას სამართალდამცვები ცდილობენ.
ჰეიდარ ალიევის კულტურული ცენტრი მიმდინარე წლის 10 მაისს გაიხსნა. მასში განთავსებული იყო მუზეუმი, კონგრესცენტრი, ბიბლიოთეკა და 9 ჰექტარის მოცულობის პარკი.