ნატო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ე.წ. არჩევნებს მთიან ყარაბაღში არ აღიარებენ. ეს განცხადება ნატოს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა. მისი თქმით, ამგვარი არჩევნების ჩატარება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ხელს არ უწყობს.
ანალოგიური განცხადება ამ ე.წ. არჩევნების მიმართ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა გააკეთა.
"მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირი არ ცნობს კონსტიტუციურად იმ სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლებშიც ისინი ჩატარდება. ამ "არჩევნებმა" ზიანი არ უნდა მიაყენოს მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსის ირგვლივ გამართულ მოლაპატაკებებს", _ ნათქვამია ეშტონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბახის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტს ირჩევენ. არჩევნებს სხვადასხვა სეპარატისტული რეგიონის, მათ შორის აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის წარმომადგენლები აკვირდებიან. აზერბაიჯანი და თურქეთი კი ამ არჩევნებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევენ.