მთიან ყარაბახში თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში პრეზიდენტს ირჩევენ.
არჩევნებს სხვადასხვა სეპარატისტული რეგიონების, მათ შორის აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის წარმომადგენლები აკვირდებიან.
ევროკავშირმა და თურქეთმა განაცხადეს, რომ არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს.
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესმა კომისარმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ არჩევნები მნიშვნელოვნად უშლის ხელს საერთაშორისო ძალისხმევას მთიანი ყარაბახის სტატუსის განსასაზღვრავად.
აზერბაიჯანი და თურქეთი კი ამ არჩევნებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევენ.