ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა (თ. ელიაძე) და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის (მ. ჩუხუა) მიერ ორგანიზებული ერთობლივი პროექტის „კავკასიური კვირეულის" ფარგლებში ჰენრი კუპრაშვილმა ჩაატარა ტრეინინგი „ქართული ცურვა ანუ ცურვის კოლხურ-იბერიული სტილი" და მოაწყო მოცურავე ანა ლომინაძესთან ერთად სასწავლო-საჩვენებელი გაცურვები..
ქართულმა ცურვამ ჩრდილოეთ კავკასიელებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ხელფეხშეკრულ კოლხურს ჯერჯერობით ვერ შებედეს მაგრამ ლაზურის (თავისუფალი კოლხურის) შესწავლა დაიწყეს 23 წლის ყაბარდოელმა მაგამედ ალაკაევმა, 25 წლის ლეკმა ჯალილ ედიევმა და 30 წლის დაღესტნელმა ირანელმა ვეფადერ მელიკოვმა.