საქართველოს ხელისუფლება კვლავინდებურად არ უშვებს ქვეყნის ტერიტორიაზე სოხეთის პარლამენტის წევრს შარიკ ტორისიანს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს თავად ტოროსიანმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, მისგან მონსტრის შექმნა გადაწყვიტა, რომელსაც ყველა ძალებით უნდა ებრძოლოს, რეალურად კი "მათ სიმართლის ეშინით".
"ისინი ესწრაფვოდვნენ არ დაეშვათ ჩემი პირდაპირი ურთიერთობა ჯავახეთის მოსახლეობათან, სწორედ ამ მიზნით მათ ამიკრძალეს ქვეყანაში შესავლა", - განაცხადა ტოროსიანმა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიზანს ვერ მიაღწია, რადგანაც ჯავახეთის მოსახლეობა სომხეთში ჩასვლისას თავად სტუმროობს მის ოფისს.
ტოროსიანის განცხადებით, თანამედროვე ტექნიოლოგები მას მაქსიმალურად უწყობს ხელს ჰქონდეს საინფორმაციო კავშირიჯავახეთიის მოსახლეობასთან.
"ამ ყველაფრიდან მათ (საქრთველოს ხელისუფლებამ რედ.) მიაღწიეს იმას, რომ ვიტანჯები მხოლოდ მე - აკრძალული მაქვს მშობლიური მხარის მონახულება", - განაცხადა ტოროსიანმა.